ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი დაკეტილი იქნება 31 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
მედიათეკა დაკეტილი იქნება 24 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი (800 მ2 განლაგებული ორ შენობაში), რომელიც 2002 წლის იანვარში შეიქმნა, კულტურული თანამშრომლობის ცენტრში იმყოფება.

პირველ რიგში მედიათეკა (ბიბლიოთეკონომიის თვალსაზრისით ქვეყანაში ნამდვილი მაგალითია), შემდეგ ენის კურსების შემსწაველელი ცენტრი (იგი დაახლოებით 300 მსმენელს იღებს ყოველ სესიაზე), ასევე კულტურული თანამშრომლობის და შემოქმედებითი პოპულარიზაციის საშუალებაცაა (რადგანაც მდებარეობს ორ პრესტიჟულ დაწესებულებაში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობებში).
ფრანგული კულტურის ცენტრი მოღვაწეობს წიგნისა და მწერლობის სფეროში (მ.მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა, რომელიც 40-ზე მეტი წიგნის თარგმანს ითვლის, ბიბლიოთეკართა სწავლება და ბიბლიოთეკების ქართულ ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონების ბიბლიოთეკების დახმარება), ახორციელებს კულტურულ ღონისძიებებს სხვადასხვა სფეროში : მუსიკის, ქორეოგრაფიის, თანამედროვე ხელოვნების (პოპულარიზაცია, სწავლება და თანამშრომლობა კონსერვატორიასთან, ოპერასთან, თბილისის მუზეუმებთან და საგამოფენო გალერეებთან) და კინოს სფეროში (ფრანგული კინოს პრეზენტაცია, კინოფესტივალებში მონაწილეობა და დახმარება პროფესიული სფეროს განვითარების მცდელობაში).
ერთი სიტყვით, ფრანგული კულტურის ცენტრში შეგიძლიათ (თითქმის) ყველაფერი გააკეთოთ... უკეთესია სცადოთ !


