français ქართული

მედიათეკა

ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკა – საინფორმაციო ცენტრი თანამედროვე საფრანგეთის შესახებ მდებარეობს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში. მედიათეკა მკითხველს სთავაზობს ყველა სახის დოკუმენტს : წიგნებს და პერიოდულ გამოცემებ, კომპაქტურ დისკებს, აუდიო და ვიდეო კასეტებს, DVD-ს, სიდირომებს, თემატური გამოფენების აფიშებს.

მედიათეკაში წარმოდგენილი 21 000 დოკუმენტი ასახავს თანამედროვე საფრანგეთის ცხოვრების ყველა სფეროს. მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ამ დოკუმენტებით ადგილზე ან გაიტანოს შინ გასაცნობად.

La médiatheque 1

მედიათეკის ფონდში დაცულის :
- 15 600 წიგნი
- 62 დასახელების ჟურნალ-გაზეთი
- 1570 ვიდეოკასეტა
- 1650 კომპაქტური დისკი
- 270 აუდიო კასეტა
- 200 სიდირომი
- 700 DVD
- 80 თემატური აფიშის გამოფენა

მედიათეკა ფლობს შემდეგ სექციებს :
- პერიოდული გამოცემების
- კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის
- ხელოვნების
- ისტორიის
- აუდიოვიზუალური დოკუმენტების

მედიათეაკის სპეციფიკური სექციებია :
- ფონდი « ევროპა » (რ. შუმანის სახელობის ფონდის საჩუქარი)
- საინფორმაციო ცენტრი თანამედროვე საფრანგეთის შესახებ
- საბავშვო განყოფილება, სადაც თავმოყრილია საბავშვო წიგნები, კომიქსები, თამაშები, კომპაქტური დისკები, ვიდეო და აუდიო კასეტები, ეწყობა ანიმაციები ბავშვებისათვის...
- ქალაქ ნანტის მიერ საჩუქრად გადმოცემული ბიბლიობუსი – მოძრავი ბიბლიოთეკა პერიოდულად სტუმრობს თბილისის და რეგიონების სკოლებს
- ფონდი გალიკა : მერაბ მამარდაშვილის, ალექსანდრე პუშკინის და მაქსიმ ბოგდანოვიჩის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემული ფრანული ენიდან ქართულ და რუსულ ენებზე თარგმნილი წიგნები
- ფონდი ჟეორჟიკა : ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნები საქართველოს შესახებ

მედიათეკა მკითხველს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას :
- დოკუმენტების ადგილზე გაცნობას
- ფონდში დაცული დოკუმენტების შინ გატანას
- დოკუმენტების დაჯავშნას
- ინტერნეტის სარგებლობას
- აუდიოვიზუალური ტექნიკით მომსახურებას
- ფრანგულენოვან არხებს
- ადგილზე ასლების გადაღებას
- ახალი შენაძენების სიას
- პრესის დოსიეს (საქართველო ფრანგულ პრესაში)
- თანამედროვე საფრანგეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებას
- ბიბლიოგრაფიულ ძიებას

La médiathèque 2