მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა (PAP)


მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის მიზანია, გააღრმავოს საქართველოში ფრანგული ლიტერატურის შესახებ ცოდნა ამ სიტყვის ფართო გაგებით.

Traduction d'Albert Camus - PAP

პროგრამა ხელს უწყობს ფრანგული ნაწარმოებების თარგმანების გამოცემას. იგი მოიცავს შემდეგ სფეროებს: საზოგადოებრივი მეცნიერება (ფილოსოფია, ისტორია, სოციოლოგია და სხვ.), თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა, დასურათხატებული ამბები, არაბეჭდური მასალა (მაგ. სიდირომი).

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა გამომცემლობას.

Traduction de Céline - PAP

არსებობს ორი ტიპის დახმარება :
- საავტორო უფლებების გადახდა და წიგნის დაბეჭდვის ნაწილობრივი დაფინანსება.
- მხოლოდ საავტორო უფლებების გადახდა.

მამარდაშვილის პროგრამით გამოცემული წიგნების ტირაჟი უნდა იყოს მინიმუმ 700 ეგზემპლარი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შედგება წინასწარი სპეციალური შეთანხმება.

A. საავტორო უფლებების გადახდა და წიგნის დაბეჭდვის ნაწილობრივი დაფინანსება (საავტორო უფლებების გადახდა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ავტორი ცოცხალია ან თუ მისი გარდაცვალებიდან არ არის გასული 70 წელი)

I. ფრანგული ნაწარმოების თარგმნის პროექტების შერჩევის პროცედურა.

ყოველ გამომცემლობას შეუძლია წარმოადგინოს წელიწადში მაქსიმუმ ხუთი მთარგმნელობითი პროექტი.

პროექტებს ქართველი გამომცემელი შეარჩევს თავისი სურვილისამებრ.

პროექტის წარმოდგენამდე იგი უნდა დაუკავშირდეს საავტორო უფლებების მქონე ფრანგულ გამომცემლობას და მოელაპარაკოს ამ უფლებების შესაძენი თანხის ოდენობაზე იმ ტირაჟის შესაბამისად, რომლის გამოცემასაც აპირებს. ამ თანხის ოდენობას მხედველობაში მიიღებს კომისია წარმოდგენილი პროექტების განხილვისას.

გამომცემელი ავსებს ორ ფორმულარს (კულტურფრანსის და ფრანგული კულტურის ცენტრის), რომელთაც ტოვებს ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკაში ფრანგულ გამომცემლობასთან საავტორო უფლებების მიღების შესახებ ხელმოწერილი კონტრაქტის ასლთან ერთად. საავტორო უფლებებისთვის მოთხოვნილი თანხის გარდა, მან უნდა მიუთითოს მთარგმნელის სახელი და გვარი, თუ რა ტირაჟით აპირებს წიგნის გამოცემას და გამოცემის ვადა (მაქსიმუმ 12 თვე. მხოლოდ გამონაკლისის სახით, წინასწარი შეთანხმებით დაიშვება 18 თვე). ფორმულარს უნდა დაურთოს გამომცემლობის კატალოგი და მის მიერ გამოცემული ერთი რომელიმე წიგნი, რომელიც გამომცემელს უკან დაუბრუნდება შერჩევის შემდეგ.

გარდა ამისა, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი უფლებას იტოვებს, მთარგმნელს მოსთხოვოს თარგმანის ნიმუშის წარმოდგენა.

კომისია იკრიბება ფრანგული კულტურის ცენტრში წელიწადში ორჯერ. იგი შეარჩევს წიგნებს და გადაწყვეტს დასახმარებლად განკუთვნილი თანხის რაოდენობას.

ფორმულარების ჩაბარების ვადები მკაცრად განსაზღვრულია : 1-დან 9 ივლისამდე და 23 მარტიდან 1 აპრილამდე. განხილვის შედეგებს გამომცემლობები გაიგებენ ოქტომბრის თვის პირველ კვირაში ან მაისის თვის პირველ კვირაში.

II. დაფინანსების პროცედურა

გამომცემელი, რომლის პროექტიც სელექციაში მოხვდება, უნდა გამოცხადდეს ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკაში სამი თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსება გაუქმდება.

მედიათეკაში გამოცხადებისას ფრანგული კულტურის ცენტრი გამომცემელს შესთავაზებს ხელი მოაწროს ორ კონტრაქტს:
- კონტრაქტს « კულტურფრანსთან », რომელიც ვალდებულებას იღებს საავტორო უფლებების გადახდაზე.
- კონტრაქტს ფრანგული კუტლრის ცენტრთან, სადაც დაფიქსირებული იქნება ორივე მხარის შემდეგი ვალდებულებები :

ფრანგული კულტურის ცენტრი ვალდებულებას იღებს გადაუხადოს გამომცელობას შეპირებული თანხა.

ქართული გამომცემლობა ვალდებულებას იღებს :
1. მკაცრად განსაზღვროს წიგნის გამოცემის თარიღი ;
2. წიგნში ფიგურირებდეს : კოპირაიტის აღნიშვნა ; ავტორი და სათაური ფრანგულ ენაზე ; წარწერა მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის შესახებ ; ტირაჟი.
3. გამოცემული თარგმანის 50 ეგზემპლარი გადასცეს ფრანგული კულტურის ცენტრს, რომელიც მათ დაარიგებს საქართველოს ბიბლიოთეკებში.

საავტორო უფლებების ანგარიშსწორებას ახდენს « კულტურფრანსი » პარიზში. (კონტრაქტის ასლის საფუძველზე, რომელსაც მას გაუგზავნის საფრანგეთის საელჩო საქართველოში).

ქართული გამომცემლობისთვის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად :
1. გამომცემლობა მიიღებს 50%-ს წიგნის მაკეტის წარმოდგენისას, მას შემდეგ, რაც შემოწმდება, არის თუ არა მასში კონტრაქტით გათვალისწინებული წარწერები.
2. დარჩენილ 50%-ს გამომცემლობა მიიღებს მას შემდეგ, რაც
- ფრანგული კულტურის ცენტრს გადასცემს გამოცემული წიგნის 50 ეგზემპლარს ;
- წარმოადგენს საბუთს, რომ სავალდებულო ეგზემპლარები ჩააბარა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ;
- წარმოადგენს სტამბისთვის თანხის გადახდის საბუთს კონტრაქტით შეთანხმებული ტირაჟისთვის.

მაკეტის წარსადგენად და ფინანსური დახმარების პირველი ნაწილის მისაღებად, ერთი კვირით ადრე უნდა დაუკავშირდეთ ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილს ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკაში. შეხვედრიდან ათი დღის შემდეგ, ფრანგული კულტურის ცენტრში შეგეძლებათ აიღოთ კუთვნილი თანხა.

გამოცემული წიგნების ჩასაბარებლად და ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის ასაღებად უნდა დაუკავშირდეთ ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილს ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკაში. შეხვედრიდან ათი დღის შემდეგ, ფრანგული კულტურის ცენტრში შეგეძლებათ აიღოთ კუთვნილი თანხა.

ბუღალტერიის მუშაობის წესების გათვალისწინებით, თანხის გაცემა არ მოხდება აგვისტოს თვეში და 10 დეკემბრიდან 30 იანვრამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე თანხის ასაღებად გამომცემელმა წიგნის მაკეტი უნდა წარმოადგინოს, ან წიგნები უნდა მოიტანოს არაუგვიანეს 15 ივლისისა ან 30 ნოემბრისა.

მერაბ მამადაშვილის საგამომცემლო დახმარების პროექტის კონტრაქტი შესრულებულად არ ჩაითვლება მანამ, სანამ ფრანგული კულტურის ცენტრი არ მიღებს შეტყობინებას :
1. მთარგმნელისგან, რომ მან გამომცემლობისგან მიღო კონტრაქტით გათვალისწინებული ჰონორარი ;
2. საავტორო უფლებების მქონე ფრანგული გამომცემლობისგან, რომ მან მიღო ქართველი გამომცემლობის მიერ გაგზავნილი კონტრაქტით გათვალისწინებული სავალდებულო ეგზემპლარები;
3. ქართული გამომცემლისგან წიგნის გამოსვლიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში მისი გაყიდვების მდგომარეობის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა უფლება ქართულ გამომცემლობას კვლავ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.

B. მხოლოდ საავტორო უფლებების გადახდა.

ზოგ შემთხვევაში, « კულტურფრანსი » ქართველი გამომცემლობების დახმარების მიზნით იხდის ფრანგული გამომცემლობის მიერ მოთხოვნილ საავტორო უფლებების თანხას.

თითოეულ ქართულ გამომცემლობას უფლება აქვს წარმოადგინოს წელიწადში მაქსიმუმ ხუთი პროექტი საავტორო უფლებების გადახდის თხოვნით.

იგი ავსებს ორ ფორმულარს (კულტურფრანსის და ფრანგული კულტურის ცენტრის), რომელთაც ტოვებს ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკაში (ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილის საყურადღებოდ) ფრანგულ გამომცემლობასთან საავტორო უფლებების მიღების შესახებ ხელმოწერილი კონტრაქტის ასლთან ერთად.

კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გადასახდელი თანხის ოდენობას, რომელზეც მოახერხებს შეთანხმებას ქართველი გამომცემელი საავტორო უფლებების მქონე ფრანგულ გამომცემლობასთან.

ფორმულარების ჩაბარების ვადები მკაცრად განსაზღვრულია : 1-დან 9 ივლისამდე და 23 მარტიდან 1 აპრილამდე. განხილვის შედეგებს გამომცემლობები გაიგებენ ოქტომბრის თვის პირველ კვირაში ან მაისის თვის პირველ კვირაში.

დადებითი პასუხის შემთხვევაში ანგარისწორება « კულტურფრანსის » პარიზში.

მერაბ მამადაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის კონტრაქტი შესრულებულად არ ჩაითვლება მანამ, სანამ ფრანგული კულტურის ცენტრი არ მიღებს :
4. გამოცემული წიგნის 30 ეგზემპლარს, სადაც აღნიშნული იქნება ; კოპირაიტი, ავტორი და წიგნის სათაური ფრანგულად, წარწერა მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის შესახებ ; ტირაჟი;
5. შეტყობინებას საავტორო უფლებების მქონე ფრანგული გამომცემლობისგან, რომ მან მიღო ქართული გამომცემლობის მიერ გაგზავნილი კონტრაქტით გათვალისწინებული სავალდებულო ეგზემპლარები;
6. მთარგმნელისგან, რომ მან გამომცემლობისგან მიღო კონტრაქტით გათვალისწინებული ჰონორარი ;
7. შეტყობინებას ქართული გამომცმლისგან წიგნის გამოსვლიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში მისი გაყიდვების მდგომარეობის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა უფლება ქართულ გამომცემლობას კვლავ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.

C. გაყიდვების ხელის შეწყობა

თითოეული გამოცემული თარგმანის ეგზემპლარების საქართველოს მთავარ ბიბლიოთეკებში გავრცელების გარდა, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი ხელს უწყობს გამომცემლებს მამარდაშვილის პროგრამით გამოცემული წიგნების გაყიდვაში.

ეს წიგნები წარმოდგენილია წიგნის გამოფენებზე და ფესტივალებზე, რომლებშიც მონაწილეობს ფრანგული კულტურის ცენტრი.

ფრანგული კულტურის ცენტრი აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას (ავტორების მოწვევას, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, კონფერენიცებს და სხვ.) ამ წიგნების პოპულარიზაციის მიზნით.

D. წიგნის ეროვნული ცენტრის (CNL) მიერ გაცემული მთარგმნელის სტიპენდია.

მთარგმნელის სტიპენდია ენიჭება მთარგმნელს ფრანგი ავტორის ნაწარმოების ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმანის შესასრულებლად, რომლისთვისაც მას ესაჭიროება საფრანგეთში გამგზავრება. კონკურსში გამარჯვებულს ენიჭება სტიპენდია თვეში 1800 ევროს ოდენობით 1-დან 6 თვემდე ვადით საფრანგეთში გასამგზავრებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ მთარგმნელებს, ვისაც უკვე ნათარგმნი და წიგნად გამოქვეყნებული აქვს ფრანგი ავტორის ნაწარმოები.

საფრანგეთის წიგნის ეროვნულ ცენტრში კანდიდატურების დოსიეებს აგზავნის საფრანგეთის საელჩო საქართველოში. მთარგმნელებმა დოსიეები უნდა წარადგინონ ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკაში (ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილის საყურადღებოდ).

მთარგმნელის სტიპენდიისთვის კონკურზე მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მოკლე ბიოგრაფია (CV)
- მის მიერ ადრე ფრანგულიდან ნათარგმნი გამოქვეყნებული ნაწარმოები (წიგნი)
- იმ წიგნის 10%-ის თარგმანი (მინიმუმ), რომლის სათარგმნადაც სურს მიიღოს სტიპენდია.
- ქართველ გამომცემელსა და მთარგმნელს შორის დადებული ხელშეკრულების ასლი თარგმანის გამოქვეყნების თაობაზე.
- საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის შევსებული ფორმულარი (ფორმულარი შეგიძლიათ აიღოთ ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკაში)
- საავტორო უფლებების მქონე ფრანგულ გამომცემლობასა და თარგმანის გამოქვეყნების მსურველ ქართულ გამომცემლობას შორის ხელმოწერილი კონტრაქტის ასლი იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ავტორი ცოცხალია ან მისი გარდაცვალებიდან არ არის გასული 70 წელი.
- აგრეთვე სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოთვლილია საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის ფორმულარში.

სტიპენდიის მიღებიდან მის შემდეგ მოთხოვნამდე უნდა გავიდეს 3 წელი. კომისია იკრიბება წელიწადში სამჯერ.

მთარგმნელის სტიპენდიის მისაღებად დოსიეების წარდგენის ვადებია : 1-დან 9 ივლისამდე, 19-დან 23 დეკემბრამდე და 23 მარტიდან 1 აპრილამდე.

მთარგმნელები კომისიის გადაწყვეტილებას შეიტყობენ დოსიეს წარდგენიდან დაახლოებით 2 თვეში.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, თუ მთარგმნელობითი პორექტი არ ღებულობს სხვა ტიპის დახმარებას მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მან და მისმა გამომცემელმა უნდა გადასცენ ნათარგმნი წიგნის 7 ეგზემპლარი მისი გამოსვლისთანავე. აქედან, 1 ეგზემპლარი გაიგზავნება საფრანგეთის წიგნის ეროვნულ ცენტრში.

ნათარგმნი წიგნი უნდა შეიცავდეს წარწერას მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროექტის შესახებ. წიგნის გამოცემამდე, გამომცემლობამ მისი მაკეტის პირველი გვერდები უნდა წარმოადგინოს ფრანგული კულტურის ცენტრში დახმარების შესახებ სავალდებულო წარწერის შესამოწმებლად.

დამატებითი ინფორმაციისთავის დაუკავშირდით ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრს (ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილს, გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი, ტელ. 92 33 04 / 8 92 10 00 24, ფაქსი: 92 33 06, ელ. ფოსტა: ccf.media caucasus.net).

Liste de traductions PAP 2010

PAP - წიგნების სია
 
hautdepage