ბიბლიობუსი – მოძრავი ბიბლიოთეკა


2004 წელს ქალაქ ნანტის მერიამ ფრანგული კულტურის ცენტრს საჩუქრად გადმოსცა მოძრავი ბიბლიოთეკა – ბიბლიობუსი 1500 დოკუმენტით. ბიბლიობუსმა ფუნქციონირება დაიწყო იმავე წლის გაზაფხულზე.

Le Bibliobus

დღეისათვის, ასოციაცია ბიბლიონეფის მიერ ფრანგული კულტურის ცენტრისათვის საჩუქრად გადმოცემული წიგნებით გამდიდრებული ბიბლიობუსი რეგულარულად სტუმრობს თბილისის იმ სკოლებს, სადაც ფრანგული ენა ისწავლება როგორც უცხო ენა და ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის კულტურული, ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ატარებს ანიმაციებს : დიაბოლობუსი – ფრანკოფონიის თვესთან დაკავშირებით, ნაუტილობუსი – ჟიულ ვერნის დაბადებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით და ა.შ.

2008 წელს თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ბიბლიობუსმა მოაწყო ხანგრძლივი ტურნე და ესტუმრა დასავლეთ საქართველოს რამოენიმე ქალაქის, ხაშურის, ბათუმისა და ქუთაისის, სასწავლო დაწესებულებებს.

Dans une école - tournée du Bibliobus

2009 წელს ბიბლიობუსი ესტუმრა გორის რაიონის კონფლიქტის ზონაში მდებარე იმ სოფლებს, სადაც ფრანგული ენა ისწავლება – ტყვიავს, ქერეს და ფლავის საჯარო სკოლებს. 2009 წლის ივნისში ბიბლიო-ავტობუსი ჩავიდა გორში და ზუგდიდში, სადაც ესტუმრა რამდენიმე სკოლას მასწავლებლებისა და მოსწავლეების შესახვედრად. მათ გადაეცათ ასოციაცია ბიბლიონეფის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი საცნობარო ხასიათის ლექსიკონები და საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა. ორი დღის განმავლობაში კი მოსწავლეებისთვის ტარდებოდა შემეცნებითი თამაშები და კონკურსები.

Le Bibliobus 2

hautdepage