ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი დაკეტილი იქნება 31 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
მედიათეკა დაკეტილი იქნება 24 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
ჩაწერის წესები :
მედიათეკაში ჩაწერა შეუძლია ყველას. მსურველმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი და გადაიხადოს ჩაწერის საფასური – 10 ლარი წელიწადში. ბავშვს ან მოზარდს 16 წლამდე, ჩაწერისას თან უნდა ახლდეს უფროსი.

დოკუმენტების შინ გატანა :
ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის პერსონალური ბარათის მფლობელს შეუძლია მედიათეკიდან ერთდროულად გაიტანოს 16 დოკუმენტი :
- 5 წიგნი ერთი თვის ვადით
- 3 პერიოდული დასახელება 2 კვირის ვადით
- 2 ვიდეო კასეტა 1 კვირის ვადით
- 2 აუდიო კასეტა 1 კვირის ვადით
- 1 სიდირომი 1 კვირის ვადით
- 2 DVD 1 კვირის ვადით
- 1 თემატური აფიშების გამოფენა სამი თვის ვადით (მხოლოდ ორგანიზაციებს)
თუ დოკუმენტი ადგილზე არ არის, მკითხველს შეუძლია მისი დაჯავშნა. შესაძლებელია შინ სარგებლობის ვადის გახანგრძლივება იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი არ არის დაჯავშნილი სხვა მკითხველის მიერ.
მედიათეკის მუშაობის საათები :
მედიათეკა (გუდიაშვილის ქუჩა N°7) მკითხველისთვის ღიაა სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11 სთ-დან 18სთ 30 წთ-მდე; შაბათს 11 სთ-დან 17 სთ 30 წთ-მდე
მედიათეკა ყოველწლიურად დაკეტილია
საქართველოს სადღესასწაულო დღეებში
5 კვირის განმავლობაში ივლისის ბოლო კვირიდან
დეკემბრის ბოლო ერთი კვირა

