კულტურული თანამშრომლობა
2002 წელს ფრანგული კულტურის ცენტრის დაარსებიდან, საფრანგეთი საქართველოში თავისი წარმომადგენლობით გამორჩეული ქვეყანაა თანამშრომლობის ამ სფეროში.
თავდაპირველად ფრანგული კულტურის ცენტრმა არჩია უპირატესობა მიენიჭებინა კულტურის პოპულარიზაციისთვის, რათა ხელი შეეწყო ფრანგულ სინამდვილეში მიმდინარე პროცესების გაცნობისთვის ადგილობრივი საზოგადოებისთვის, რაც უფრო და უფრო მეტად ფასობს მონდიალიზაციის კონტექსტში. ჩვენი ღონისძიებების სპექტრი უფრო და უფრო ფართოვდებოდა და მათი სიხშირე ჩვენს ცენტრში, ისე როგორც მის კედლებს გარეთ, შეადგენდა საშუალოდ ერთ ღონისძიებას კვირაში. ბუნებრივია კინო პირველ პოზიციაზეა, ექვსი წლის მანძილზე დაახლოებით 250 ფილმი იქნა ნაჩვენები.
თბილისში მთავარი კულტურული დაწესებულებების შთამბეჭდავმა აღორძინებამ, ქალაქში ხარისხიანი პროგრამირების გამოჩენამ და მაღალი დონის შემსრულებლებზე მოთხოვნის გაზრდამ, ფრანგული კულტურის ცენტრის საქმიანობას სხვა მიმართულება შესძინა : ამიერიდან ის უპირატესობას ადგილობრივ ოპერატორებთან თანამშრომლობას ანიჭებს და მათთან ერთად ერთობლივ ღონისძიებებს წამყვან დარბაზებში წარმოადგენს. ამჟამად ჩვენი მუშაობის ძირითადი სფეროებია მუსიკა, თეატრი და თანამედროვე ხელოვნება.
ფრანგულ-ქართული შემოქმედებითი საქმიანობა, რომელსაც ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი უწევს კოორდინაციას, ორ პრინციპს ემყარება :
1. ფრანგული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში (საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაცია პარიზში საქართველოს საელჩოს კომპეტენციაა). ალ.დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ხელოვნების გავრცელებაზე და ამასთანავე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფრანგულ კულტურულ მემკვიდრეობას. ამგვარად რამდენიმე სფეროა გამოკვეთილი : კინო – ფრანგული ფილმების რეტროსპექტივა, მუსიკა – კლასიკური და თანამედროვე მუსიკის კონცერტები ფრანგი სოლისტების შესრულებით, თანამედროვე ხელოვანთა გამოფენები და ა.შ.
2. ფრანგი და ქართველი ხელოვანაბის თანამშრომლობა და მათ შორის ურთიერთობების ხელშეწყობა. თანამშროლმობა, ერთობლივი პროექტები და პოპულარიზაცია ამ ურთიერთობის მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია. ფრანგი ქორეოგრაფების ვიზიტები, პედაგოგიური სტაჟირებები, ფრანგული სპექტაკლების დადგმა ამ სფეროს რიტმს სძენს.
ეს ორი ელემენტი განუყრელია და შესაძლებლობის ფრაგლებში, თანაარსებობს ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში.
მუსიკა : შემოქმედებითი თანამშრომლობა მუსიკის სფეროში განსაკუთრებით დინამიური და მრავალმხრივია. ფრანგი მუსიკოსების სტუმრობა, პედაგოგიური სტაჟირებები და მასტერ კლასები, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებში, საღამოებში და კონცერტებში მონაწილეობა აცოცხლებს ნაყოფიერ თანამშრომლობას მთელი სეზონის მანძილზე. ყოველ წელს მუსიკის დღესასწაული 21 ივნისს აღინიშნება და ორ ან სამ დღეს გრძელდება. ცენტრის მთავარი პარტნიორები არიან თბილისის ეროვნული კონსერვატორია და თბილისის ზ. ფალიაშვილი სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
2007 წლის ივლისში, ოპერა ფრანგული კულტურის ცენტრის პარტნიორი იყო დირიჟორ ვენსან მონტეის გასტროლის მომზადებაში, რომელმაც თბილისის ოპერის დასთან « სამსონი და დალილას » დადგმაზე იმუშავა.
2008 წლის ოქტომბერში, კომპოზიტორი ფილიპ იურელი ხელმძღვანელობდა მასტერ კლასს « ჰეტეროგენულობა და პროცესი, ფილიპ იურელის შემოქმედება » თბილისის ეროვნულ კონსერვატორიაში, რომელიც დასრულდა სექსტეტის « კურ სირკუი » კონცერტით კონსერვატორიის მცირე დარბაზში და რომელიც მიეძღვნა ჟ.მესიანის და ჟ.გრიზეს შემოქმედებას. კონსერვატორიამ გამოთქვა სურვილი გაეგრძელებინა თანამშრომლობა სწავლების სფეროში, ამგვარად იგი ყოველ წელიწადს სულ მცირე ერთ ფრანგ მუსიკოსს უმასპინძლებს.
თეატრი : თეატრის სფეროში ფრანგული კულტურის ცენტრს ორი პარტნიორი ჰყავს : მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრები. 2008 წლის ნოემბერში, ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრმა მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობით, უმასპინძლა რეჟისორ პიერ მენიეს მარჯანიშვილის თეატრის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სეზონის ფარგლებში. 2009 წლის შემოდგომაზე ფრანგული კულტურის ცენტრი მოიწვევს ფრანგ მსახიობს დომინიკ ბლანს რუსთაველის თეატრთან თანამშრომლობით, რომელიც ითამაშებს სპექტაკლში « ტკივილი », მარგარიტ დიურას ნაწარმოების მიხედვით.
კინო : ფრანგული კულტურის ცენტრი თბილისში რეგულარულად აწყობს ფრანგული კინოს რეტრისპექტივას. 2007 წელს, კონოთეატრმა « ამირანი » უმასინძლა დოკუმენტური ფილმების ციკლს « მონდიალიზაცია ». 2008 წელს ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრმა კინოთეატრ « რუსთაველთან » ერთად მოაწყო ფრანგული ფილმების ორი რეტროსპექტივა : ფილმების ერთი ციკლი მიეძღვნა ჟაკ დემის და მეორე ერიკ რომერს - « ცდუნების თამაშები ». კინო ჩვენება იმართება ფრანგულ ენაზე ქართული სუბ-ტიტრებით. 2008 წლის დეკემბერში, ფრანგული კულტურის ცენტრმა 27 ფილმი (საერთო ხანგრძლივობა : 24 საათი) წარმოადგინა თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე « პრომეთე ».
სახვითი ხელოვნება : საფრანგეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრმა სხვადასხვა გამოფენა მოაწყო, რომლის მიზანი იყო საფრანგეთის თანამედროვე სახის სხვადასხვა კუთხით გაშუქება. 2008 წლის სექტემბერში ერვნულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო გამოფენა « შეშლილი სურნელი ». სუნამოს ფლაკონების დამზადების ფრანგული ხელოვნება წარმოჩენილი იყო ცნობილი მარკების მიერ შექმნილი მინის და ფაიფურის ნიმუშებით. 2008 წლის ნოემბერში, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფორუმმა « არტისტერიუმი 08 », ოთხ ფრანგ ხელოვანს უმასპინძლა : 2 ფოტოგრაფი, ვიდეოხელოვანი და მხატვარი. 2008 წლის დეკემბერში, ფრანგული კულტურის ცენტრმა უმასპინძლა ფოტოგრაფ მაიკლ კენას გამოფენას « ფრანგული პეიზაჟები », რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იყო წარმოდგეილი.
ხელოვანების გამგზავრება საფრანგეთში : შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენი ცენტრი, შემოქმედებითი პრიორიტეტებიდან გამომდინარე ეხმარება ხელოვან ხალხს (ქორეოგრაფები, მუსიკოსები, მხატვრები, ფოტოგრაფები...) საფრანგეთთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში, კერძოდ ნაწილობრივ თავის თავზე იღებს მათი მოგზაურობის ხარჯებს და აკავშირებს მათ ფრანგ კოლეგებთან. 2008 წლის ივლისში, ფოტოგრაფებმა ნესტან ნიჟარაძემ და გურამ წიბახაშვილმა მონაწილეობა მიიღეს არლის ფოტოს საერთაშორისო სალონში. მათი ვიზიტის შედეგად გამოცა ჟურნალი, რომელიც მთლიანად ფრანგულ ფოტოგრაფიას მიეძღვნა. 2008 წლის მაისში, მწერალმა ლაშა ბუღაძემ მონაწილეობა მიიღო ილ-დე-ფრანსის რეგიონში მოწყობილი აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი თეატრალური მწერლობის ფესტივალის – « პარიზის გაზაფხულის » ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრებში, რომელსაც 2008 წლის ოქტომბერში მოჰყვა მისი პიესების ფრანგული თარგმანის გამოცემა გამომცემლობა « Maison d’Europe et d’Orient »-ის მიერ.
